Tag Archives: სისხლის

ჰიპონატრიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპონატრიემია – სისხლის შრატში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება. მიზეზები – ნატრიუმის არასაკმარისი შესვლა ორგანიზმში საკვებთან ერთად, მისი გაძლიერებული გამოყოფა ორგნიზმიდან, ორგანიზმში წყლის მომატებული შესვლა, ჰიპოკორტიციზმი და სხვ. გამოვლინებები უპირატესად ნევროლოგიურია, თავის ტინის უჯრედების გაფუების გამო (ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ჰიპომაგნიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომაგნიემია – სისხლის შრატში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება. მიზეზები: არარაციონალური კვება, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, ჰიპოდინამია, სტრესი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ორსულობა და ლაქტაცია, ჰორმონალური კონტრაცეფცია, მრავალი ავადმყოფური მდგომარეობები. ვლინდება სისუსტით, დეპრესიით, თავის ტკივილით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რითმის დარღვევებით, თრომბოზებისადმი, კრუნჩხვებისადმი, ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით. მკურნალობა ტარდება მაგნიუმის პრეპარატებით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ჰიპოკალციემია

ჰიპოკალციემია – სისხლის შრატში კალციუმის დაქვეითებული შემცველობა, მაგ. ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოვოლემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვოლემია – ორგანიზმში ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება. შესაძლოა განპირობებული იყოს სითხის მიღების შეზღუდვით ან მისი გაძლიერებული დაკარგვით (მაგ. შარდმდენებზე გაძლიერებული რეაქციის, გაძლიერებული ღებინების, ფაღარათის, შინაგანი სისხლდენების, დამწვრობების დროს). ჰიპოვოლემიის სიმპტომები ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის, ვარიკოზულად გაფართოებულ ვენებში სისხლის დეპონირების დროს ან ქვედა ღრუ

Read More