Tag Archives: სისხლის

პფანენშტილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პფანენშტილის სინდრომი – ახალშობილთა მძიმე, პროგრესირებადი ჰემოლიზური სიყვითლე. ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება. მიზეზია დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის რომელიმე ფაქტორისადმი ანტისხეულების წარმოშობა (ჩვეულებრივ რეზუს – ფაქტორისადმი). ნიშნები: დაბადებიდან რამდენიმე საათში ჩნდება სიყვითლე, არაიშვიათად ბავშვი უკვე სიყვითლით იბადება, ანემია – ერითრობლასტოზით, ჰეპატოსპლენომეგალია, ჰემორაგიული დიათეზი, ზოგჯერ ზოგადი შეშუპება, ცერებრული დარღვევები, კრუნჩხვები,

Read More

პუნქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პუნქცია – (ლათ. punctio – ჩხვლეტა) დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მანიპულაცია: ქსოვილების, პათოლოგიური წარმონაქმნების, სისხლძარღვის კედლის, ორგანოს ან სხეულის ღრუს ჩხვლეტა ღრუ ნემსით ან ტროაკარით. დიაგნოსტიკური პუნქცია საშუალებას იძლევა მივიღოთ მასალა (ქსოვილი, სითხე) პათოლოგიური წარმონაქმნიდან, სისხლძარღვიდან, ორგანოდან ლაბორატორიული გამოკვლევისათვის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. სამკურნალო მიზნებისათვის პუნქცია გამოიყენება მაგ. სამკურნალო

Read More