Tag Archives: სისხლი

ტოქსემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსემია – 1. (toxaemia, ბერძ. toxikon შხამი, haima სისხლი)  სხვადასხვა წარმოშობის ტოქსიკური ნივთიერებების ცირკულაცია სისხლში. ორგანიზმისათვის საშიში ტოქსიკური ნივთიერებების სისხლში მოხვედრა იწვევს დაავადების კლინიკურად გამოხატული ნიშნების განვთარებას ინტოქსიკაციის სახით. 2.  ორგანიზამის მოწამვლა ტოქსინებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტაუსინგ – ბინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაუსინგ – ბინგის სინდრომი – (H. B. Taussing, ამერიკ. კარდიოლოგი; R. J. Bing, ამერიკ. ექიმი; სინ.: აორტის ტრანსპოზიცია და ფილტვის ღეროს მარცხენა პოზიცია)გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც აორტა გამოდის მარჯვენა პარკუჭიდან, ხოლო ფილტვის ღერო ორივე პარკუჭიდან, პარკუჭთაშუა ძგიდის მაღლა მდებარე დეფექტის დროს. მანკის ძირითადი გამოვლინება განისაზღვრება ასეთ

Read More