Tag Archives: სისხლს

ღრუ ვენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღრუ ვენები – ადამიანის მთავარი ვენები – ზემო და ქვემო ღრუ ვენები, სადაც საბოლოოდ ერთდება სხეულის ყველა ვენა და საიდანაც მთელი სხეულის ვენური სისხლი ჩადის მარჯვ. წინაგულში. ზემო ღრუ ვენის სიგრძეა 5 – 6 სმ, დიამეტრი – 2 სმ, შექმნილია მხართავის ორი ვენის შეერთებით მარჯვ. პირველი ნეკნის

Read More

ღვიძლის წილაკქვეშა ვენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის წილაკქვეშა ვენა – (vena sublobularis / hepatis / ბერძნ.hepar, hepatis  –  ღვიძლი; ლათ.sub  –  ქვეშ და lobulus  –  წილაკი)  უკუნთო ტიპის ვენა, ლოკალიზდება ღვიძლის წილაკებს შორის, აგროვებს სისხლს ცენტრალური ვენებიდან და ჩადის ღვიძლის ვენაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სინუსოიდური კაპილარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინუსოიდური კაპილარი – (vas capillare sinusoideum ლათ.sinus  –  წიაღი) ენდოკრინული ჯირკვლების სისხლმბადი ორგანოებისა და ღვიძ­ლის ცვალებადი დიამეტრის მქონე სისხლძარღვი, რომელიც სისხლს აგროვებს პოსტკაპილარული ვენულებიდან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ლიმფა

ლიმფა – (ლათ. Lympha სუფთა წყალი) ორგანიზმის თხიერი ქსოვილი, რომელსაც შეიცავს ადამიანისა და მაღალორგანიზებული ხერხემლიანების ლიმფური ძარღვები და კვანძები. ლიმფა წარმოიქმნება ინტერსტიციული სითხის რეზორბციით ლიმფურ ძარღვებში. მისი ძირითადი ფუნქციებია: ინტერსტიციული სითხის შემადგენლობისა და მოცულობის მუდმივობის შენარჩუნება; ჰუმორული კავშირის უზრუნველყოფა ყველა ორგანოებისა და ქსოვილების ინტერსტიციულ სითხეებს შორის, ლიმფურ აპარატსა და სისხლს შორის; საკვები ნივთიერებების დაშლის პროდუქტების

Read More