Tag Archives: სისხლძარღვი

მეზანგიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზანგიუმი – (mesangium ბერძნ.mesos – შუა, angeion – სისხ­ლძარღვი) მეზენქიმური წარმოშობის უჯრედთა (მეზანგიო­ციტების) ერთობლიობა, რომლებიც ლოკალიზდებიან თირკმლის სისხლძარღ­ვოვანი გორგლის კაპილართა შორის, იქ სადაც არ შეაღწევენ პოდო­ციტები .აქვთ ფაგოციტოზის უნარი. პათოლოგიის დროს წარმოქმნიან ბოჭკოებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

კაროტიდული ანგიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაროტიდული ანგიოგრაფია – (ლათ. Carotis საძილე არტერია; ბერძ. Angeion სისხლძარღვი + grapho გამოსახვა, წერა) თავის, თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვოვანი სისტემის კვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი. დაფუძნებულია საკონტრასტო ნივთიერების შეყვანაზე საძილე არტერიაში, უპირატესად წინა და შუა ტვინის არტერიების გამოსახულების მისაღებად; გამოიყენება თავის ტვინის პათოლოგიური პროცესების სადიაგნოსტიკოდ, რომლებიც ლოკალიზებულია სუპრატენტორიალურად.

Read More