Tag Archives: სისხლძარღვშიგა

ცხელება ჰემოგლობინურიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხელება ჰემოგლობინურიული – (febris haemoglobinurica) 1. (სინ.: ჰემოგლობინურია მალარიული, ჰემოგლობინურია) მალარიის მძიმე გართულება, რომელიც წარმოიქმნება ქინინი მიღების შემდეგ, ხასიათდება მწვავე ჰემოლიზით და ვლინდება ჰემოლიზური სიყვითლით, ჰემოგლობინურიით, პოლაკიურიით, ცხელებით, ტკივილით წელის არეში, ღებინებით; 2. ცხელება, რომელიც ვითარდება ნებისმიერი წარმოშობის მწვავე მასიური სისხლძარღვშიგა ჰემოლიზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია – შეძენილი ჰემოლიზური ანემიის ერთ – ერთი ფორმა; ხასიათდება დეფექტური ერითროციტების ჭარბი სისხლძარღვშიგა დაშლით. აღინიშნება  20 – 40 წლის ასაკში. ხშირად წინ უძღვის წამლების მიღება ან სისხლის გადასხმა, ინფექციური დაავადებები, ოპერაცია. ვლინდება სისუსტით, შარდის მუქი შეფერვით, კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვით, ტემპერატურის მომატებით,

Read More

ფავიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფავიზმი – (favismus; ლათ. Faba ცერცვი) მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემიის ერთ – ერთი ფორმა, რომელიც ვითარდება პირებში ფერმენტ გლუკოზო – 6 – ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობით, რაც უკავშირდება საკვებში კონსკიხ ბობოვ გამოყენებას ან მისი ყვავილის მტვრის შესუნთქვას. დაავადება ხშირია გაზაფხულის თვეებში, მარცვლოვნების ყავვილობის პერიოდში. კლინიკური ნიშნების გამოხატულება სხვადასხვაგვარია – ჰემოლიზის

Read More

რენტგენოვასკულური ქირურგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოვასკულური ქირურგია – სისხლძარღვშიგა კათეტერული დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება რენტგენის კონტროლით. რენტგენოვასკულარული ქირურგიის მეთოდებს ყოფენ სამ ძირითად ნაწილად: ენდოვასკულარული ემბოლიზაცია, ენდოვასკულარული დილატაცია და ხანგრძლივი რეგიონალური ინფუზია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მენინგოკოკემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენინგოკოკემია – მენინგოკოკური ინფექციის სეპტიკური ფორმა, რომელიც ხასიათდება მენინგოკოკების ცირკულაციით სისხლში, ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, ინტოქსიკაციით, ჰემორაგიული სინდრომით, კანზე და ლორწოვანზე პოლიმორფული ჰემორაგიული გამონაყარით, სისხლის სისხლძარღვშიგა დისემინირებული შედედების სინდრომით, რაც იწვევს შინაგანი ორგენოების ჰემორაგიულ ნეკროზებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More