ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუიციდი – – 1. (ფსიქოლოგია) (ინგლ. suicide – თვითმკვლელობა) თვითმკვლელობის აქტი, რომელსაც ახდენს ადამიანი ფსიქიკური დაავადების ზეგავლენით ძლიერი სულიერი აშლილობისას (იხ. ფსიქოზები); ესაა სიცოცხლის აღკვეთის გაცნობიერებული აქტი, მწვავე ფსიქოტრავმირებადი სიტუაციების ზეგავლენით (იხ. ფსიქიკური ტრავმა), რომლის დროს მოცემული ადამიანისათვის საკუთარი სიციცხლე, როგორც უმაღლესი ფასეულობა, კარგავს მნიშვნელობას. სუიციდის მიზეზები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრობლემური სიტუაცია – (ფსიქოლოგია) (ბერძ. problema – ამოცანა, დავალება და ლათ. situatio – მდგომარეობა) – 1. წინააღმდეგობის შემცველი და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების არმქონე გარემოებებისა და პირობების თანაფარდობა, რომლებშიც იშლება ინდივიდის ან ჯგუფის მოქმედება; 2. აზროვნების წარმოშობის პირობების ფსიქოლოგიური მოდელი, სიტუაციურად წარმოქმნილი შემეცნებითი მოთხოვნილების საფუძველზე; სუბიექტის კავშირის ფორმა შემეცნების