Tag Archives: სიყვითლე

პფანენშტილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პფანენშტილის სინდრომი – ახალშობილთა მძიმე, პროგრესირებადი ჰემოლიზური სიყვითლე. ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება. მიზეზია დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის რომელიმე ფაქტორისადმი ანტისხეულების წარმოშობა (ჩვეულებრივ რეზუს – ფაქტორისადმი). ნიშნები: დაბადებიდან რამდენიმე საათში ჩნდება სიყვითლე, არაიშვიათად ბავშვი უკვე სიყვითლით იბადება, ანემია – ერითრობლასტოზით, ჰეპატოსპლენომეგალია, ჰემორაგიული დიათეზი, ზოგჯერ ზოგადი შეშუპება, ცერებრული დარღვევები, კრუნჩხვები,

Read More

პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღენიშნება ქოლეცისტექტომიამდე კვლავ რჩება ოპერციის შემდეგაც. პოსტქოლეცისტექტომური სინდრომის დროს საჭიროა განვასხვავოთ ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი არიან ოპერაციულ ჩარევასთან, და დაავადებები რომლებიც არსებობდნენ ოპერაციამდე და შესრულებულ ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებულნი არ არიან. უკანასკნელ ჯგუფს შესაძლოა მივაკუთვნოთ: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის

Read More