Tag Archives: სკანდირებული

შარკოს ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს ტრიადა – ტერმინი, რომელიც აერთიანებს ორ კლინიკურ სიმპტომთკომპლექსს, რომელიც აღწერა შარკომ: 1. ნისტაგმის, ტრემორისა და სკანდირებული მეტყველების კომბინირება, რომელიც დამახასიათებელია გაფანტული სკლეროზისათვის; 2. სიყვითლის, ცხელებისა და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილის კომბინაცია ქოლანგიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სკანდირებული მეტყველება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკანდირებული მეტყველება – შენელებული, გაძნელებული, ბიძგისებრი მეტყველება, მკვეთრი დამარცვლით და  რიტმული მახვილით, რომელიც ისმება თანაბარი ინტერვალით; ნიშანია ნათხემის დაზიანებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მარი – ბოვერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარი – ბოვერის დაავადება – (P. Marie, ფრან. ნავროპათოლოგი; P.Boveri, იტალ. ექიმი) დეჟერინ – სკოტის ჰიპერტროფიული ნევრიტის ფორმა, რომელიც ხასიათდება ეგზოფთალმით, ინტენციური კანკალითა და სკანდირებული მეტყველებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა