Tag Archives: სკოლის

ნერვულ – ართრიტული დიათეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვულ – ართრიტული დიათეზი – (ლათ. Nervus ნერვი + arthritikos ართრიტული) – კონსტიტუციის ანომალია, რომელიც ხასიათდება ართრიტებისადმი და ნერვული სისტემის დაავადებებისადმი გამოხატული წინასწარგანწყობით. ჩვილი ასაკის ბავშვებში ხასიათდება მომატებული ნერვული აგზნებადობით, ანორექსიით, სხეულის ტემპერატურის არამდგრადობით; სკოლამდელ და სკოლის ასაკის ბავშვებში – ნევროზებით, ნეიროდერმიტით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა) – რევმატიზმის ერთ – ერთი გამოვლენა, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ვითარდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში და უკავშირდება ანტინეირონალური ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ბაზალური განგლიების ანტიგენებთან. წარმოიქმნება რევმატიზმის მწვავე შეტევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჰიპერკინეზი წარმოიქმნება მწვავედ ან ქვემწვავედ. ხორხისა და

Read More

კორტიკულ – ვისცერული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორტიკულ – ვისცერული თეორია – პავლოვის სკოლის მიერ შემუშავებული სწავლება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციური ურთიერთქმედების შესახებ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ასაკობრივი კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასაკობრივი კრიზი – ფსიქიატრიაში – ფსიქიკური გადახრა, რომელიც შესაძლებელია აღინიშნებოდეს ე. წ. გარდამავალ ასაკში, მაგ. 3 – 4 წლის ასაკში, სკოლის პირველ წლებში, პუბერტულ პერიოდში. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ასაკი სკოლის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასაკი სკოლის – ასაკი 7 – დან 16 – 18 წლამდე, სკოლის დამთავრებამდე. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა