Tag Archives: სნება

ფსევდოკოკციდიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოკოკციდიოზი – კანისა და კანქვეშა უჯრედისის  იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია პიოკოკური და სოკოვანი (საფუარისმაგვარი და ქსლისებრი სოკოები) ფლორით; კლინიკურად მსგავსია კოკქციდიოდური მიკოზის ქრონიკული ფორმისა. დაზიანების კერები წარმოდგენილია ანთებითი ინფილტრატებისა და კვანძების სახით, რომლებიც იხსნება და წარმოქმნის ნაწიბურებს; კერები ლოკალიზებულია იღლიისქვეშა არეში, დუნდულოებზე, შორისის რეში. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

უკანა ხვრელის ატრეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უკანა ხვრელის ატრეზია – არადროული დიაგნოსტირების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავთა დაბალი გაუვალობა. უკანა ხვრელის ატრეზია ხშირად კომბინირებულია სწორი ნაწლავის ატრეზიასთან ან აგენეზიასთან. სწორი ნაწლავის ატრეზია, როგორც წესი, ვლინდება სხვადასხვა ფისტულების სახით. გოგონებში ფისტულები იხსნება საშოში ან მის კარიბჭეში. ბიჭუნებში გვხვდება რექტოშორისული, რექტოურეთრალური, რექტოვეზიკულური ფისტულები. ანორექტალური მანკები შემთხვევათა

Read More