Tag Archives: სპერმატოზოიდის

სპერმიუმის თავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმიუმის თავი – (caput spermii ბერძნ.sperma, spermatos  –  თესლი) სპერმატოზოიდის წინა ნაწილი, შეიცავს უჯრედის ბირთვს, გარშემოვლებულია ციტოპლაზმის ვიწრო ქობით, რომელშიც ბირ­თვის წინ აკროსომაა. თავი გარედან დაფარულია ციტოლემით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

პოლისპერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლისპერმია – განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედში მრავალი სპერმატოზოიდის შეღწევა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირველი რიგის სხეულაკი მიმართებითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველი რიგის სხეულაკი მიმართებითი – / სინ.პირველი რე­დუქციული სხეულაკი, პირველი პოლარული სხეულაკი, პოლოციტი / – წვრილი აბორტული უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება მეორე რიგის ოოციტთან ერთად პირველი რიგის ოოციტის გაყოფის დროს. მიმართებითი სხეულაკი შემდგომში შეიძლება გაიყოს მიტოზით და წარმოიქმნას მეორადი ორი მიმართებითი სხეულაკი, რომლებიც მალე იღუპებიან. ტერმინი „მიმართებითი სხეულაკი“,

Read More

პერფორატორიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერფორატორიუმი – (perforatorium ლათ.perforare – გაბურღვა) წარმონაქმნი სპერმატოზოიდის თავის წინა ნაწილის ციტოპლაზმაში, რომელიც ხელს უწყობს მის ჩანერგვას კვერცხუჯრედში. იხ.სინ.აკროსომა. ტერმინი შემოიღო ვალდეიერმა (1906). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More

დენუდაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დენუდაცია – (ლათ.denudatio – გაშიშვლება, მოცილება) კვერ­ცხუჯრედის სხივური გვირგვინის ფოლიკულური უჯრედების მოშო­რება. მიმდინარეობს საშვილოსნოს ლულის ეპითელიუმის სეკრეტისა და სპერმატოზოიდის მიერ გამოყოფილი ჰიალურონიდაზას ზემოქმე­დებით განაყოფიერების დროს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)დენუდაცია – (ლათ. denudatio გაშიშვლება) რაიმე ორგანოს მფარავი ქსოვილების მოცილება, მაგ.

Read More