Tag Archives: სპერმა

სპერმაცეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმაცეტი – (სპერმა და ბერძნ. ketos  –  ზღვის დიდი ცხოველი), ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რტული ეთერისაგან. სპერმაცეტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. tდნ 53 – 54°C. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

Read More

ოლიგოსპერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოლიგოსპერმია – (oligospermia; ოლიგო – + სპერმა; სინ. ჰიპოსპერმია)ეაკულატის შემცირებული მოცულობა (1 მლ – ზე ნაკლები); აღინიშნება სათესლეებისა და მათი დანამატების, წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე ბუშტუკების, კუპერისა და ლიტრეს ჯირკვლების დაზიანების დროს, ასევე ხშორი, ერთმანეთს მოყოლებული სქესობრივი შერწყმისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More