Tag Archives: სპირალიზაციის

ქრომოსომული პარანემული სპირალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომული პარანემული სპირალი – (spira paranemica chromosomatica ბერძნ.para  –  ახლოს და nema  –  ძაფი)  მეტაფაზური ქრომოსომების სტანდარტული, ანუ სომატური სპირალი, რომელიც წარმოიქმნება ქრომოსომების სპირალიზაციის დროს, როდესაც ისინი ერთიმეორის ახლოს მდებარეობენ ისე, რომ ურთიერთს გარს არ ეკვრიან და თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთისაგან მოცილება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

ქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატინი – (chromatinum ბერძნ.chroma, chromatos  –  შეღებვა, ფერი)  უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ძირითადი საღებარებით ძლიერ იღებება. ქიმიურად ქრომატინი რთული ცილაა, რომლის შემადგენლობაში შედის დნმ და ჰისტონები. ბირთვული ქრომატინის დნმ იძლევა ფელგენის დადებით რეაქციას, რასთან დაკავშირებითაც ზოგჯერ ქრომატინს ფელგენ – პოზიტიურ ნივთიერებას უწოდებენ. ქრომატინი შედგება სხვადასხვა თვისებების ორი

Read More

სპირალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირალიზაცია – ქრომოსომების (spiralisatio chromosomatum) ქრომონემების დახვევა სპირალისებურად მიკროსკოპში ხილული ქრომოსომების წარმოქმნით, რომლებიც იქამდე უხილავი არიან თავისი დესპირალიზებული მდგომარეობის გამო. ეს პროცესი იწყება მიტოზის ან მეიოზის პროფაზაში. ქრომონემული სპირალის დახვევა მაქსიმუმს აღწევს მეტაფაზაში. ანაფაზის განმავლო­ბაში ქრომოსომები არ იცვლის სპირალიზაციის დონეს. მიტოზის (ან მეიოზის) ტელოფაზაში იწყება ქრომონემული სპირალის

Read More

სასქესო ქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ქრომატინი – (chromatinum sexuale) ქრომატინის 0,5 მკმ – მდე დიამეტრის მცირე სხეულაკი, რომელიც მდედრობითი ორგა­ნიზმის სომატური  უჯრედების ინტერფაზური ბირთვების 70 – 75% – შია. როგორც წესი, მამრობითი სქესის ინდივიდების უჯრედებში ის არ არის. დამტკიცებულია, რომ ეს სხეულაკი (ან სხეულაკები) წარმოიქმნება ჰეტეროპიკნოზურად შეცვლილი ზედმეტი X – ქრომოსომების

Read More