Tag Archives: სპონტანური

როსკამის ანგიიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როსკამის ანგიიტი – (J. Roskarn,  ბელგ. ჰემატოლოგი; სინ. ანგიიტი ალერგიული დისემინირებული) კანისა და ლორწოვანი გარსების ვასკულიტის ფორმა, რომელსაც თან ახლავს სპონტანური სისხლჩაქცევები და სისხლდენები (მაგ. ცხვირიდან), განპირობებული კაპილარების კონსტიტუციური მტვრევადობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როლანდის ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როლანდის ეპილეფსია – ბავშვთა ასაკის იდიოპათიური პარციალური ეპილეფსიის  ვარიანტი, რომელიც მემკკვიდრულად გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ვლინდება გულყრებით, რომლებიც ხასიათდება სახის, ენის, ხახის,  კუნთების კრუნჩხვებით, აღინიშნება ასევე ნერწყვდენა, მეტყველების შეჩერება. მოზარდთა ასაკში ხშირია სპონტანური რემისია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა