Tag Archives: სტადიაზე

კოლხიცინური მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლხიცინური მიტოზი – (mitosis colchicina C – მიტოზი; ანუ K – მიტოზი ბერძნ.mitos  –  ძაფი) უჯრედის გაყოფა, რომელიც შეჩერე­ბულია მეტაფაზის სტადიაზე კოლხიცინისა და სხვა ალკალოიდების ზემოქმედებით. ეს ნივთიერებები შლის აქრომატული თითისტარას ძაფებს და ამით გამორიცხავს ქრომოსომების გადაადგილებას პოლუ­სებისაკენ. K – მიტოზი იწვევს უჯრედების პოლიპლოიდიზაციას ენდო­რეპროდუქციის მსგავსად. (ც.

Read More

ეპონიქიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპონიქიუმი – (eponychium ბერძნ.epi – ზევით და onychos – ფრჩხილი) ფრჩხილზედა ფირფიტა, განვითარების ადრეულ სტადიაზე ემბრიონის ფრჩხილის თავისუფალი ზედაპირის მფარავი, გარ­ქოვანებუ­ლი უჯრედების თხელი შრე, რომელიც თითქმის ქრება. რჩება მხოლოდ მისი გვერდითი ნაწილები, დაკავშირებული ფრჩხილის ფირ­ფიტასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More