Tag Archives: სტადიაში

ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია – (თვალის დაავ.) – ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურასა და მისი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა. სიმპტომები. დაავადების საწყის სტადიებში ჩივილები არ არის, მოგვიანებით ვლინდება მუქი ლაქები თვალების წინ, მხედველობის გაუარესება. ოფთალმოსკოპიით მოჩანს რეტინული არტერიების შევიწროება, დაკლაკნილობა, ვენაში მასზე არტერიის გადაკეცვის ადგილას სისხლის სვეტის დამახასიათებელი შეწყვეტები (ჯვარედინი სიმპტომი),

Read More

ცენტრომერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტრომერა – (centrum – ცენტრი და ბერძნ. meros – ნაწილი) – ჩვეულებრივად ქრომოსომის პირველადი (ანუ ცენტრული) გადაზონრვის ადგილას მკვრივი სფერული სხეულაკი, რომელიც მართავს მის გადაადგილებას მიტოზის დროს. ცენტრომერების საშუალებით ქრომოსომები მაგრდება აქრომატული თითისტარას ძაფებზე. ცენტრომერები ქრომოსომებთან, აქრომატულ ძაფებთან და ცენტრიოლებთან ერთად შეადგენს მიტოზურ (ანუ გამყოფ) აპარატს. ცენტრომერების

Read More

ჩირქოვანი ართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩირქოვანი ართრიტი – სახსრის ჩირქოვანი ანთება, ვითარდება ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური (ტრამვების დროს) გზით, სხვა კერიდან (ოსტეომიელიტი, ფლეგმონა) გავრცელების შედეგად. პროცესში ჩართული შეიძლება იყოს მხოლოდ სინოვიური გარსი (ჩირქოვანი სინოვიტი), სასახსრე კაფსულა ან ჩანთა, ძვლების სასახსრე ზედაპირები და, ბოლოს, სახსრის ყველა ელემენტი  –  პანართრიტი. უხშირესად ზიანდება მსხვილი სახსრები:

Read More

ფოლჰარდის ფსევდოურემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლჰარდის ფსევდოურემია – ფოლჰარდის კრუნჩხვითი ურემია. ამ დროს თირკმლების ფუნქცია არ იცვლება, ნარჩენი აზოტის რაოდენობა სისხლში არ არის მომატებული. მისი ნიშნები წარმოიქმნება ტვინის ინტრა და ექსტრაცელულარული შეშუპებით. კლინიკური ნიშნებია  –  თავის ტკივილი, ღებინება, ბრადიკარდია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, გონების გარდამავალი დაკარგვა. ყველაზე ხშირად გვხვდება მწვავე ნეფრიტის დასაწყის სტადიაში. [“3”]

Read More

ფასციოლოფსიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფასციოლოფსიდოზი – (fasciolopsidosis)ადამიანისა და ცხოველების ჰელმინთოზი, რომელიც ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით, უპირატესად კუჭისა და ნაწლავის დაზიანებით, გვიან სტადიაში – ღვიძლის დისტროფიითა და კახექსიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა