Tag Archives: სტენოზი

ანაკროტია

განმარტებითი ლექსიკონი ანაკროტია – პულსური ტალღის ანომალური მრუდი.შეიძლება აღინიშნებოდეს აორტის სტენოზის დროს.  

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More

ფალოს ტეტრადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფალოს ტეტრადა – (E. L. A. Fallot, ფრანგი ექიმი) გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის ძირითადი ანატომიური კომპინენტია ფილტვის ღეროს სტენოზი ან ატრეზია, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, აორტის დექსტროპოზიცია და მარჯვენა პარკუჭის  ჰიპერტროფია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრიკუსპიდალური სტენოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური სტენოზი – გულის მანკი: მარჯვენა წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის შევიწროება, აღინიშნება უმთავრესად რევმატიზმის დროს, იშვიათად ინფექციური რევმოკარდიტის დროს ან თანდაყოლილია. როგორც წესი შერწყმულია მიტრალურ და აორტალურ სარქვლების მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვით, ღვიძლის გადიდებით, შეშუპებებით, მარჯვენა წინაგულის გადიდების ნიშნებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობა – ქირურგიულია. გაფრთხილება!

Read More

სტენოზი

სტენოზი – მილოვანი ან ღრუ ორგანოს დავიწროვება, რაც აძნელებს მათ მოქმედებას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი