Tag Archives: სტეროიდული

პროგესტერონი

პროგესტერონი – ქალის სტეროიდული სასქესო ჰორმონი. გამომუშავდება საკვერცხეების ყვითელ სხეულში; ამზადებს საშვილოსნოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისათვის და კვებისთვის, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში. (2)  პროგესტერონი  – ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ყვითელი სხეულის მიერ ან პლაცენტით. აუცილებელია მენსტრუალური ციკლის ნორმალური მეორე ფაზისა და ორსულობის უზრუნველყოფისათვის. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება! .

კალციფეროლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალციფეროლები – ცხიმში ხსნადი ვიტამინები; არეგულირებენ კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, რომლებიც აუცილებელია ძვლების ზრდისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კალციფეროლი – ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) შედის მცირე რაოდენობით მცენარეულ პროდუქტებში და ქოლეკაციფეროლი (ვიტამინი D3) – ცხოველურ პროდუქტებში. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება სტერინებისაგან კანში. უკმარისობა იწვევს მინერალური ცვლის დარღვევას, ბავშვებში –

Read More