Tag Archives: სუბიექტურად

ფრუსტრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუსტრაცია – ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება დამახასიათებელ განცდებსა და ქცევებში და გამოწვეულია მიზნის მისაღწევ გზაზე ობიექტურად გადაულახავი (ან სუბიექტურად აღქმული, როგორც გადაულახავი) სირთულეების არსებობით. (სოც. და მარკ.კვლ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიზმარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიზმარი – (ფსიქოლოგია) სუბიექტურად განცდილი წარმოდგენა, უპირატესად მხედველობითი მოდალობისა, რომელიც რეგულარულად წარმოიქმნება ძილის დროს, ძირითადად ,,სწრაფი”ძილის ფაზაში. სიზმრის შინაარსი და ემოციური შეფერილობა, პიროვნების ,,მონაწილეობის” ხარისხი საკუთარ სიზმრებში დაკავშირებულია ,,სწრაფ” ძილში ფიზიკური გადახრების ინტენსივობით. ,,სწრაფი” ძილისათვის დამახასიათებელი თავის ტვინის ქერქის აქტივაცია შედარებით მეტადაა გამოხატული მარჯვენა ნახევარსფეროში, რაც შეესაბამება

Read More

სებორეული ეგზემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სებორეული ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) პროცესი ლოკალიზებულია სახის, თავის თმიანი ნაწილის, გულმკერდის, ბეჭთაშორის სამკუთხედის მიდამოში და უხშირესად აღენიშნებათ პირებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ცხიმოვანი სებორეით. ხასიათდება მოყვითალო – ვარდისფერი, წვრილი, წერტილოვანი, ცხიმოვანი რუხი – მოყვითალო ქერცლებით დაფარული ფოლიკულური კვანძების გამონაყრით. მოგვიანებით კვანძებიდან წარმოიქმნებიან ასევე მოყვითალო –

Read More

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More