Tag Archives: სული

მაი – ჰეგლანის ანომალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაი – ჰეგლანის ანომალია – იშვიათი ოჯაური ანომალია. განეკუთვნება თრომბოციტოპენიურ თრომბოციტოპათიას. გენი გადაეცემა დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია თრომბოციტოპენია, დიდი 2 – 5 მიკრონი ზომის ჩანართების არსებობა ნეიტროფილებში. გიგანტური თრომბოციტები ასევე შეიცავენ გრანულებს მცირე რაოდენობით. კლინიკური გამოვლინებები არა აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენა. თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია 3 დღემდე

Read More

კანის ფსიქოგენური დაავადებები

კანის ფსიქოგენური დაავადებები – (ბერძ. Psyche სული + gennao შექმნა) კანის სხვადასხვა დაზიანებების ჯგუფი, რომელთა განვითარებასაც საფუძვლად უდევს ფსიქიკური მოქმედების დარღვევები. ეს დარღვევები (ნევროზები, ფსიქოპათიები, ფსიქოზები) ხშირად იწვევენ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევებს და, შესაბამისად, სხვადასხვა სისხლძარღვოვან, სეკრეტორულ, ტროფიკულ ცვლილებებს კანში, რომლებიც განაპირობებენ კანის იშემიას ან მყარ ჰიპერემიას, თმის ცვენასა და გაჭაღარავებას, ადრე არსებულ დაავადებების

Read More