Tag Archives: სფეროში

ცოდნის ბაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოდნის ბაზა – (ინტ.), knowledge base – სემანტიკური მოდელი, რომლის დანიშნულებაა ადამიანთა მიერ გარკვეულ საგნობრივ სფეროში დაგროვებული ცოდნის, ელექტრონული დოკუმენტების სახით, კომპიუტერზე გადატანა; წარმოადგენს ინტელექტუალური და საექსპერტო სისტემების ძირითად შემადგენელ ნაწილს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცოდნა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოდნა – (ინტ.) knowledge – ინფორმაციის სახეობა, რომელიც ცოდნის ბაზებში ინახება და ასახავს ადამიანის ცოდნას გარკვეულ საგნობრივ სფეროში. ცოდნას ახასიათებს: ინტერპრეტაციის შინაგანი უნარი, სტრუქტურირებადობა, დაკავშირებულობა, აქტიურობა. ხატოვანი გამოთქმით: „ცოდნა= ფაქტებს +შინაგანი რწმენა+წესები“. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცდისეული მეცნიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდისეული მეცნიერება – მეცნიერების სახე, რომლის შედეგები ცდის მონაცემების განზოგადებითაა მიღებული და მათი ემპირიული შემოწმება პრინციპულად შესაძლებელია. ცდისეული მეცნიერება ძირითადად ემყარება ექსპერიმენტის ჩატარებას, მისი შედეგების დაკვირვებას, აღწერასა და ინდუქციას. ცდისეული მეცნიერების შინაარსი ალბათურია და ცდის სრულყოფის კვალობაზე იცვლება. ცდისეული მეცნიერება განსხვავდება თეორეტ. მეცნიერებისაგან, რომელიც თავის დებულებებს აფუძნებს

Read More

ქვანტური კომპიუტერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქვანტური კომპიუტერი – (ინტ.) information quality    ჰიპოთეზური კომპიუტერი, რომელიც იყენებს «გამოთვლების ქვანტური პარალელიზმის“ პრინციპს ცალკეული ან ბმული ქუბიტების გადამუშავების მიზნით; თავისი მახასიათებლების (სწრაფმოქმედება, მეხსიერების მოცულობა) დონის მიხედვით იგი რამდენიმე რიგით შეიძლება აღემატებოდეს დღევანდელ კომპიუტერებს; თუ  ასეთი კომპიუტერის შექმნა შესაძლებელი გახდა, არნახულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

Read More

ფიზიოთერაპევტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიზიოთერაპევტი – ექიმი, რომელსაც მიღებული აქვს სპეციალური განათლება ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ფიზიკური ფაქტორების გამოყენების სფეროში დაავადებების სამკურნალოდ და სამედიცინო რეაბილიტაციისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა