Tag Archives: სქელი

განგლიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიონი – (ბერძნ. ganglion – კვანძი), ნერვული უჯრედების (ნეირონების), ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა. აქვს მრავალ უხერხემლოს, ყველა ხერხემლიანს და ადამიანს. ტოპოგრაფიულად განარჩევენ მალთაშუა, მალებთანა და მალისწინა განგლიონებს. თითოეულ განგლიონში ნეირონების სხეულებს გარს ერტყმის უჯრედ სატელიტების ფენა, რომლის გარეთ თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა განვითარებული.

Read More

გაზაფხულის კატარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაზაფხულის კატარი – თვალის კაკლისა და ქუთუთოების კონიუნქტივის ქრონიკული ანთება, რომელიც მწვავდება გაზაფხულ – ზაფხულის პერიოდში. დაავადების წარმოშობაში ძირითად როლს ასრულებენ ალერგიული ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები და ულტრაიისფერი რადიაცია. სიმპტომები, მიმდინარეობა. სინათლის შიში, ცრემლდენა, თვალების ქავილი. განასხვავებენ კონიუნქტივურ, რქოვანას და შერეულ ფორმებს. კონიუნქტივური ფორმის დროს ზედა ქუთუთოს ხრტილის

Read More