Tag Archives: სქესი

სქესის გამოთვლა

ამ გვერდზე მოყვანილია სქესის გამოთვლის, ბავშვის სქესის პროგნოზირების, “ მეცნიერული”,  უძველესი ჩინური და იაპონური მეთოდების გამარტივებული სქემები (ალგორითმები). ეს მეთოდები მეცნიერულად დასაბუთებული არაა, უბრალოდ ორიოდე მილიარდი ადამიანი ჩინეთში, ინდოეთში, იაპო’ნიაში, კორეასა თუ მონგოლეტში, საუკუნეების მანძილზე თვლის, რომ ეს მეთოდები სტატისტიკურად სწორია. ჩვენ ისინი მოგვყავს, როგორც ფოლკლორული მასალა. >>>>  გოგონას ჩასახვა? ქალის X-ქრომოსომით ნაკლებ მოძრავია, თუმცა უფრო მეტად გამძლე

Read More

სქესის განსაზღვრა

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

შემუშავებულია ნაყოფის სქესის დადგენის ახალი, უსაფრთხო მეთოდი

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ნაყოფის სქესის განსაზღვრის მეთოდი ორსულობის ადრეულ სტადიებზე. გამოკვლევები ტარდებოდა 2003-2009 წლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 201 ორსულმა ნიდერლანდელმა ქალმა. ანალიზები ჩაუტარდა 189 ქალს; ყველა მიღებული შედეგი აღმოჩნდა სწორი და მზად იყო 2-4 დღეში.
ახალი მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვის სქესის დადგენა ხდება ორსულობის მე-5 კვირაზე, დედისა და მამის სისხლის ნიმუშების მიხედვით. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ორსული ქალის სისხლიდან გამოყოფენ დნმ-ს და იკვლევენ მასში Y-ქრომოსომების გენების (SRY) და DYS-14 გენის არსებობას, რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის მამრობით სქესს.

Read More