Tag Archives: სწავლება

პარაონკოლოგიური დერმატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაონკოლოგიური დერმატოზები – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს +onkos მასა, სიმსივნე + logos სწავლება; სინ.: პარანეოპლასტიკური დერმატოზები) დერმატოზები, რომლებიც თან ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს და წარმოქმნილია მისი ზემოქმედების შედეგად ორგანიზმზე. პარაონკოლოგიური დერმატოზები შესაძლებელია წარმოიქმნას შინაგანი ორგანოების კიბოს დროს, ენდოკრინულ – ცვლადი, ტოქსიკურ – ალერგიული, ავტოიმუნური და სხვა დარღვევების შედეგად.

Read More

პარაზიტოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაზიტოლოგია – (პარაზიტი + ბერძ. Logos, სწავლება, მეცნიერება) ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პარაზიტიზმს და პარაზიტულ ორგანიზმებს, შეიმუშავებს პარაზიტებთან და პარაზიტულ დაავადებებთან ბრძოლის მეცნიერულ საფუძვლებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა