Tag Archives: სხეულაკი

ქრომატოიდული სხეულაკი ანუ დამხმარე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატოიდული სხეულაკი ანუ დამხმარე – (corpusculum chromatoideum seu adjuvans)  წვრილი სხეულაკი სხვადასხვა ცხოველის სპერმატიდებში. მისი წარმოშობა და მნიშვნელობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. სპერმატოგენეზის ბოლოს ის ქრება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ფლემინგის სხეულაკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფლემინგის სხეულაკი – სხეულაკი, რომელიც შედგება აქრომატული თითისტარას ცენტრალური ნაწილის ძაფების ნარჩენებისაგან. ის შეიმჩნევა მიტოზის ტელოფაზაში, ვინაიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში შენარჩუნებულია ციტოკინეზის დროს გაყოფადი უჯრედის გადაზონრვის ადგილას. სინ. სხეულაკი ნარჩენი. ასე ეწოდება ფლემინგის გვარის მიხედვით, რომელმაც პირველად აღწერა ეს წარმონაქმნი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More