Tag Archives: სხეულაკ

მერკელის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მერკელის უჯრედები – მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოების (მერკელის სხეულაკების) – ტერმინალური აპარატების შემადგენლო­ბაში გლიური ეპითელიუმის ნათელი უჯრედები. მერკელის სხეულაკები კანის ეპითელიუმის ღრმა შრეშია და ასრულებს შეხებით ფუნქციას. ასე ეწოდათ ჰისტოლოგ მერკელის გვარის მიხედვით, რომელმაც 1875 წელს აღწერა ეს უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

მეორე რიგის მიმართებითი სხეულაკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეორე რიგის მიმართებითი სხეულაკი – პატარა აბორტული უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება კვერცხუჯრედთან ერთად მეორე რიგის ოოციტის გაყოფის დროს. ეს უჯრედი, ისევე როგორც პირველი რიგის მიმართებითი სხეულაკები, შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებს. ციტოპლაზმის ძალიან მცირე რაოდენობის გამო მიმართებითი სხეულაკები მალე იღუპება. ამრიგად, პირველი რიგის ერთი ოოციტიდან ვითარდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი

Read More