Tag Archives: ტერფების

ულრიხის სინდრომი

ულრიხის სინდრომი – (О. Ullrich, გერმ. პედიატრი) განვითარების ანომალია: კისერზე ნაკეცების არსებობა დვრილისებრ მორჩსა და აკრომიონს შორის, რასაც თან ახლავს კიდურების მრავლობითი ცვლილებები (სინდაქტილია, კლინოდაქტილია, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა და სხვ.); მიმდინარეობს ლიმფანგიექტაზიით და მტევნებისა და ტერფების ზურგის ზედაპირების შეშუპებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რუბრომიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუბრომიკოზი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადება, რომლის გამომწვევია წითელი ტრიქოფიტონ – ის სოკოები. დაზიანებამ შესაძლოა მოიცვას ფეხის და ხელის ფრჩხილები, აგრეთვე სხეულის, კიდურების, სახის კანი. სიმპტომები. ფეხის და ხელისგულებზე კანი მცირეოდენ ჰიპერემიულია, რქოვანა გარსი შესქელებულია, აქერცვლას გააჩნია რგოლისებური, ფირფიტისებური, ღარებში – მუკოიდური ხასიათი. ეპიდერმოფიტიისგან განსხვავებით ზიანდება

Read More