Tag Archives: ტვინი

ცერებრული ანგიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული ანგიოგრაფია – (ლათ. Cerebrum თავის ტვინი; ბერძ. Angeion სისხლძარღვი + grapho წერა, გამოსახვა; სინ.: ანგიოცერებროგრაფია) თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სისტემის გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი მისი ხელოვნური კონტრასტირებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცენუროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენუროზი – იშვიათი ჰელმინთოზი ცესტოდოზების ჯგუფიდან, იწვევს ლენტისებრი ჭია. დასნებოვნება ხდება ძაღლებიდან. ზიანდება კუნთები, იშვიათად ტვინი. მკურნალობა ოპერაციულია – პარაზიტული ცისტის ამოკვეთა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შუამდებარე ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ტვინი – თავის ტვინის ღეროს ნაწილი, რომელშიც შედის მხედველობის ბორცვი (თალამუსი), მხედველობის ბორცვუკანა მიდამო (მეტათალამუსი), მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო (ჰიპოთალამუსი), მხედველობის ბორცვზედა მიდამო (ეპითალამუსი) და სუბთალამური მიდამო (სუბთალამუსი). შუამდებარე ტვინში მდებარეობს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შუა ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ტვინი – თავის ტვინის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია შუამდებარე ტვინსა და ვაროლის ხიდს შორის. მასში განლაგებულია ეფერენტული გამტარი გზები, გამომავალი დიდი ჰემისფეროებიდან  და ცენტრებიდან, რომლებიც არეგულირებენ თვალების მოძრაობას, ჩონჩხის კუნთების ტონუსს და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შიზოენცეფალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიზოენცეფალია – (ბერძ. schizein – გახლეჩა და enkephalos – თავის ტვინი)  თავის ტვინის განვითარების ანომალია, რომელიც ხასიათდება ნაპრალების არსებობით, რომელიც თავის ტვინის ნივთიერებას ყოფს 2 და მეტ ნაწილად; წარმოადგენს პორენცეფალიის სახესხვაობას და  შედეგია მუცელშიგა განვითარების პირველ კვირეებში განვითარებული თავის ტვინის იშემიური დესტრუქციისა. კლინიკურად შესაძლებელია აღინიშნებოდეს გონებრივი ჩამოჩენა

Read More