Tag Archives: ტვინი

სპინოცერებელარული დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპინოცერებელარული დეგენერაცია – (degeneratio spinocerebellaris; ანატ. medulla spinalis ზურგის ტვინი + cerebellum ნათხემი) ზურგის ტვინში ნათხემოვანი გზების დისტროფია; ხშირია მემკვიდრეობითი დაავადებების დროს (ფრიდრეიხის დაავადება და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი ტვინი, სადაც წარმოიქმნება ერითროციტები, გრანულოციტები (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები), აგრანულოციტები (ლიმფოციტების ნაწილი, მონოციტები) და სისხლის ფირფიტები

Read More