Tag Archives: ტვინში

რედემეკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედემეკერის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომლის დროსაც აღინიშნება ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია და სისხლის პროტეინების არასრულფასოვნება. დაავადება ვლინდება ძუძუმწოვარა ბავშვებში პიოდერმიით, ეგზემით, ჰემორაგიული დიათეზით, აგრეთვე სხვა ნიშნებით: ქრონიკული ოტორეით, ბრონქოპნევმონიით  –  მორეციდივე მენინგიტით, სპლენომეგალიით, ლეიკოციტოზით, თრომბოპენიით, ჰიპოგამაგლობულინემიით, ძვლის ტვინში  –  ინტერმიტირებული მეგაკარიოციტოპენიით. პროგნოზი ცუდია. [“3”] გაფრთხილება!

Read More

რეგიონალური სისხლის მიმოქცევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეგიონალური სისხლის მიმოქცევა  – 1. (ლათ. Regio უბანი,  მიდამო) სისხლის მიმოქცევა ორგანოებსა და ქსოვილებში (ტვინში, გულში, თირკმელებში, ნაწლავებში, ჩონჩხის კუნთებში და სხვ.) 2. სისხლის მიმოქცევა ცალკეულ ორგანოებსა და ქსოვილებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა