Tag Archives: ტკივილებით

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

პაროვარიული ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაროვარიული ცისტა – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ლათ. Ovarium საკვერცხე) კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს ფართო იოგისა და საკვერცის დანამატიდან გამომავალ ფურცლებს შორის. კლინიკურად ხასიათდება არამუდმივი ტკივილებით მუცლის ქვემოთა და წელის არეში. ცისტის ზრდასთან ერთად ჩნდება მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის სიმპტომები და მუცლის ზომებში ზრდა. ზოგჯერ

Read More