Tag Archives: ტკივილის

ალოდინია

ალოდინია – არამტკივნეულ გაღიზიანებაზე ტკივილის აღქმა (მაგ. ტაქტილურ, ტემპერატურულ და ა. შ.); აღინიშნება ცენტრალური წარმოშობის ტკივილის სინდრომებისას, რეფლექტორულ სიმპათიკურ დისტროფიის, პოლინევროპათიის დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აკუზალგია

აკუზალგია – ტკივილის წარმოქმნა ხმოვანი გამღიზიანებლის მოქმედებით, რომლის ძალა ნაკლებია სმენის ორგანოს ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის ჩვეულებრივ სიდიდეზე. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .