Tag Archives: ტონის

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები

Read More

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლიას, წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას, მცირე ტოტების თრომბოემბოლიას. სიმპტომები, მიმდინარეობა

Read More

ტაუსინგ – ბინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაუსინგ – ბინგის სინდრომი – (H. B. Taussing, ამერიკ. კარდიოლოგი; R. J. Bing, ამერიკ. ექიმი; სინ.: აორტის ტრანსპოზიცია და ფილტვის ღეროს მარცხენა პოზიცია)გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც აორტა გამოდის მარჯვენა პარკუჭიდან, ხოლო ფილტვის ღერო ორივე პარკუჭიდან, პარკუჭთაშუა ძგიდის მაღლა მდებარე დეფექტის დროს. მანკის ძირითადი გამოვლინება განისაზღვრება ასეთ

Read More

ჟოსროს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟოსროს სიმპტომი – (P. Josseraud)  გულის მეორე ტონის გაძლიერება ფილტვის არტერიის ღეროზე მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დროს, განპირობებული სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევის მომატებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პალესთეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალესთეზია – ვიბრაციული მგრძნობელობა. კლინიკურ პირობებში მოწმდება კამერტონის საშუალებით, რომელსაც ადებენ ძვლოვან გამონაშვერებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა