Tag Archives: ტორად

სუგესტია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუგესტია – (ლათ. suggestio – შთაგონება) ტერმინი, რომელიც გამოიყენება სუგესტიური ფსიქოთერაპიის მეთოდების ჯგუფის აღსანიშნავად, რომლის დროსაც ძირითად ფაქტორად გამოდის თვითშთაგონება ან შთაგონება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიმსუქნე

სიმსუქნე – ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. შეიძლება აღენიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმის, ჭარბი კვების დროს. ძირითადი როლი ენიჭება მეტაბოლიზმის მოშლას ნეიროენდოკრინული დარღვევების გამო. არ გამოირიცხება ცნს – ის, განსაკუთრებით კი ჰიპოთალამური მიდამოს როლი. ამ პათოლოგიის განვითარებაში შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სომატოტროპული ჰორმონის უკმარისობას, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მობილიზაციას ცხიმოვანი დეპოებიდან. სიმპტომები. ზომიერი სიმსუქნე

Read More

მარტორელ – ფაბრეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარტორელ – ფაბრეს სინდრომი – პულსის დაკარგვის სინდრომი. ხასიათდება აორტის და მსხვილ სისხლძაღვთაკედლის ანთებით და დისტროფიული ცვლილებებით, სტენოზირებით, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბებით, ორგანოთა იშემიით. ზემო კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვემო კიდურებზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად ასახელებენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, ტუბერკულოზს, რევმატიზმს. არ არის გამორიცხული დაავადების კოლაგენოზური ხასიათი.

Read More