Tag Archives: ტორ

ფსიქოსომატიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოსომატიკა – (ფსიქოლოგია)  (ფსიქოსომატური დაავადებები)სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში (ბრონქული ასთმა, ჰიპერტონული დაავადება, 12 – გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ნეიროდერმიტი, არასპეციფიური ქრონიკული პოლიართრიტი). ფსიქოლოგიური ფაქტორები გარკვეულ როლს თამაშობენ სხვა დაავადებების განვითარებაშიც: შაკიკი, ენდოკრინული დარღვევები, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ.

Read More

ფიბრილაცია გულის პარკუჭების

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრილაცია გულის პარკუჭების – – გულის პარკუჭების ცალკეული კუნთოვანი ბოჭკოების პათოლოგიური შეკუმშვა, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს მათ ეფექტურ მუშაობას. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ  გულის პარკუჭების ფიბრილაციის განვითარებას არის ჰიპოქსია, მიოკარდის იშემია, ინტოქსიკაცია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, გულის ელექტრული და მექანიკური გაღიზიანება, ნერვულ – ფსიქიკური აგზნება და სხვ. კლინიკური სურათი

Read More