Tag Archives: ტოქსიკური

ჩიყვი დიფუზურ – ტოქსიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩიყვი დიფუზურ – ტოქსიკური – ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რასაც თან სდევს ჰორმონების ჭარბი გამოყოფა და ტოქსიკოზი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მისი მწვავე ან ქრონიკული დაზიანების შედეგად. ღვიძლის მწვავე უკამრისობის მიზეზებია ვირუსული ჰეპატიტები, ასევე ღვიძლის ტოქსიკური დაიზანებები, მათ შორის წამლისმიერი ჰეპატიტები. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა წარმოიქმნება ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, მძიმე მექანიკური სიყვითლის, ღვიძლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს. ვლინდება მადის დაკარგვით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სიყვითლის

Read More

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). სიმპტომები. ჩვეულებრივ ავადმყოფებს დაავადების მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი მიმდინარეობისას, უვითარდებათ თირკმლების დაზიანების სიმპტომები. თირკმლის უკმარისობის

Read More

ურემია

ურემია – ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული: სისხლში ხდება ცილოვანი ცვლის საბოლოო და შუალედური ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება, მჟავა – ტუტოვანი და ოსმოსური წნევის წონასწორობის დარღვევები. ვლინდება მოდუნებით, სისუსტით, მძინარობით, გონების დაბინდვით, თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით, პირის სიმშრალით, წყურვილით, ფაღარათით, კანის ქავილით, ღრძილებიდან სისხლდენით და სხვ. დაავადების ბოლო სტადიებზე სახის

Read More

ტუბულოინტერსტიციული ნეფროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბულოინტერსტიციული ნეფროპათია – თირკმელების ანთებითი, დისტროფიული ან ტოქსიკური ბუნების დაავადებები, რომლებიც ხასიათდებიან თირკმელების მილაკების და ქსოვილის  უპირატესი დაზიანებით. ვლინდება ცხელებით, პოლიურიით, შარდის ხვედრითი წონის დაქვეითებით, გლუკოზურიით, ჰემატურიით, იშვიათად – თირკმლის უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა