Tag Archives: ტურა

ფიზიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიზიოპათია – დამბლა ან კონტრაქტურა, რომელიც წარმოიქმნება რბილი ქსოვილების, სახსრების, პერიფერიული ნერვების მსუბუქი ტრავმით; კლინიკური გამოვლინებების გამოხატულება არ შეესაბამება ტრავმის სიმძიმესა და ხასიათს. შესაძლოა უკავშირდებოდეს ფსიქოგენურ ფაქტორებს და ან რეფლექტორული სიმპათიკური დისტორფიის განვითარებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირობითრეფლექტორული კონტრაქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირობითრეფლექტორული კონტრაქტურა – (ქირურგ.) ვითარდება ფუნქციონალურ – შემგუებლობითი ან კომპენსატორული რეაქციების ფონზე. მაგალითად, ქვედა კიდურის დამოკლების შემთხვევაში, ავადმყოფი მას იგრძელებს ტერფის ფეხისგულის მოხრის შედეგად და ეყრდნობა ტერფის პერიფერიულ ნაწილს (ცხენის ტერფი). მენჯის გადახრა და მასთან დაკავშირებული სქოლიოზის განვითარება (ხერხემლის გამრუდება) აღინიშნება ქვედა კიდურების არათანაბარი სიგრძის შემთხვევაში. გაფრთხილება!

Read More