Tag Archives: ტურ

პროფესიული კონტრაქტურები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროფესიული კონტრაქტურები – (ქირურგ.) აღენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც ასრულებენ განსაზღვრულ სამუშაოს და ხანგრძლივად განიცდიან მავნე პროფესიული ფაქტორის ზემოქმედებას. ისინი განპირობებულნი შეიძლება იყვნენ მწვავე ან ქრონიკული ტრამვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პეიტც – ჰეტჩინსონ – ვებერ – ეიგერს – ტურენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეიტც – ჰეტჩინსონ – ვებერ – ეიგერს – ტურენის სინდრომი – კუჭნაწლავის პოლიპოზის შეუღლება კანისა და ლორწოვანების ლაქოვან ჰიპერპიგმენტაციასთან. ატარებს ოჯახურ ხასიათს. პიგმენტური ლაქები მზის დასხივებისაგან არ არის წარმოქმნილი. ლოკალიზდება ტუჩებზე, ლოყების ლორწოვანზე, ყურისა და ცხვირის ირგვლივ, კონიუნქტივაზე, თვალის ფსკერზე, ბადურაზე. შესაძლებელია მათი აღმოჩენა ახალშობილებშიც. ნაწლავთა პოლიპოზი

Read More