Tag Archives: უბანი

ფილტვის სეკვესტრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის სეკვესტრაცია – 1. (ლათ. Sequestratio განცალკევება, გამოცალკევება) განვითარების მანკი, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილის უბანი ვითარდება ფილტვის ბრონქული სისტემიდან იზოლირებულად  და მისი სისხლით მომარაგება ხდება აბერანტული  სისხლძარღვით, რომელიც გამოდის აორტიდან. 2.  განვითარების თანდაყოლილი მანკი – ბრონქიალური სისტემიდან იზოლირებული ფილტვის უბანი, რომლის სისხლმომარაგებას ახდეს აორტიდან გამომავალი დამატებითი სისხლძარღვი.

Read More

უჯრედული ტერიტორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული ტერიტორია – (teritoria cellularis) – ბირთვი გარშემოკრული ციტოპლაზმით (ანუ ბირთვულ – ციტოპლაზმური უბანი) სიმპლასტის შემადგენლობაში (მაგალითად, ჩონჩხის კუნთოვან ბოჭკოში). სიმპლასტის უჯრედებად გამოუცალკევებელ შემადგენლობაში უჯრედული ტერიტორია თავისი მორფო – ფიზიოლოგიური და გენეტიკური თვისებებით ბევრ რამეში მთლიანად უჯრედის ანალოგიურია. ზოგიერთ პირობებში უჯრედული ტერიტორია შეიძლება გამოეყოს სიმპლასტს და გადაიქცეს

Read More