Tag Archives: უბნებია

ტერმინალური ზღუდარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერმინალური ზღუდარები – დესმოსომების სახესხვაობა. ნაწლავის, თირკმლისა და ზოგიერთი სხვა ეპითელიუმის მეზობელი  უჯრედების ციტოპლაზმური მემბრანის  –  პლაზმოლემის სპეციალი­ზებული უბნები. ჩვეულებრივ, ტერმინალური ზღუდარები  უჯრედების აპიკალურ ნაწილშია მათი თავისუფალი ზედაპირის ქვევით. სინათლის მიკროსკოპიაში ეს წარმონაქმნები შესწავლილი და აღწერილია, რო­გორც ჩამკეტი (დამხშობი) ფირფიტები. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ტერმინალური ზღუდარები ციტოპლაზმის გამკვრივებუ­ლი

Read More

ნეფროტომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფროტომები – (nephrotomi ბერძნ.nephros – თირკმელი, tomos – ნაწილი) მეზოდერმის წყვილი სეგმენტირებული უბნებია, რომლებიც აერთებენ დორსალურ სეგმენტებს არასეგმენტირებულ სპლანქნოტომთან. თავის ნეფროტომიდან ვითარდება წინა თირკმელი (პრონეფროსი – pronephros). სხეულის ნეფროტომები ქმნის პირველად თირკმელს (მეზონეფროსი – mesonephros) – არასეგმენტირებული კაუდალურად მდებარე ნერგი კი ქმნის მეორად თირკმელს (მეტანეფროს – metanephros).

Read More

მუტონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუტონები – (mutoni ლათ.mutatio – ცვლილება)  გენური მუტაციების ელემენტარული ერთეულები. ისინი გენების უწვრილესი სტრუქტურული უბნებია, რომელთა ცვლილებები იწვევს გენურ მუტაციებს. ვარაუდობენ, რომ მუტონები შედგება მხოლოდ ორი ნუკლეოტიდისაგან. ტერმინი შემოიღო ბენზერმა (1957). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

გლოსალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსალგია – ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის პროთეზით და სხვ. გვხვდება ასევე საბჟენი და კბილის საპროთეზო მასალების მიმართ კონტაქტური ალერგიის დროს. სიმპტომები.

Read More