Tag Archives: უბნების

მარკირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარკირება – (ფრანგ.marcuer – აღნიშვნა) ჩანასახის ნაწილების მონიშვნის მეთოდია, რომელიც შემოიღო ფოგტმა (1925). ფართოდ არის გამოყენებული ექსპერიმენტულ ემბრიოლოგიაში. მდგომარეობს ჩანასახის გარკვეული უბნების მონიშვნაში (შეღებილი აგარის ნაჭრები, ტუში და ა.შ.), ეს მონიშვნა საშუალებას იძლევა, გასტრულაციის დროს ყურადღება მიაქციოს მასალის გადაადგილებას, რის საფუძვეზეც შეიქმნა ძირითადად ამფიბიების ორგანოთა პრეზუმპციული რუქა.

Read More

კობის რქოვანას დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კობის რქოვანას დისტროფია – (F. Е. Koby, ფრან. ოფთალმოლოგი) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება წვრილწერტილოვანი შემღვრევების განვითარებით რქოვანაში, მასში სისხლძარღვთა ზრდით, შემდგომი განლევითა და შეცვლილი უბნების ექტაზიებით, რაც იწვევს ასტიგმატიზმის განვითარებას და მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More