Tag Archives: უდევს

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More

პერსევერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერსევერაცია – (ფსიქოლოგია) (ლათ. perseveratio – შეუპოვრობა) რაიმე მოქმედების, აზრების, ან განცდების ციკლური განმეორება ან დაჟინებული კვლავწარმოქმნა, ხშირად შეგნებული განზრახვის მიუხედავად. განასხვავებენ პერსევერაციას მოტორულ, ემოციურ, სენსორულ – პერცეპტიულ (იხ. ეიდეტიზმი) და ინტელექტუალურ სფეროებში. პერსევერაციისადმი ტენდენცია ხშირად აღინიშნება თვის ტვინის ლოკალური დაზიანებებისას, მეტყველების, მოტორული და ემოციურ დარღვევებისას; პერსევერაცია

Read More