Tag Archives: უმარცვლო

უმარცვლო ლეიკოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უმარცვლო ლეიკოციტი – (agranulocytus – აგრანულოციტი ბერძნ. a – უარყოფა, granulum – მარცვალი და cytos – უჯრედი) – სახესხ­ვაობაა ლეიკოციტებისა, რომლებიც ციტოპლაზმაში არ შეიცავს მარ­ცვლებს და ბირთვი არ არის დასეგმენტებული. იხ.ლიმფოციტები, მონოციტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ლიმფოციტები – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოციტები – ლიმფოციტები – (lymphocyti) სისხლის აგრანულოციტების  –  უმარცვლო ლეიკოციტების სახესხვაობა, მთელი ლეიკოციტების 20  –  35 %, შეიცავს მომრგვალო ფორმის ბირთვსა და ციტოპლაზმის ვიწრო ქობას. მონაწილეობს ორგანიზმის დამცველობით რეაქციებში, ახორციელებს უჯრედულ და და ჰუმორულ იმუნიტეტს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 

Read More

ლევკოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტები – ლეიკოციტები (ლევკო… და ბერძნ. kytos – სათავსი, აქ – უჯრედი). ადამიანისა და ცხოველების სისხლის უფერო (”თეთრი”) უჯრედები. ლევკოციტების სახელით გაერთიანებულია სტრუქტურულად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავებული ბირთვიანი უჯრედები, რომლეიც არ შეიცავენ სასუნთქავ პიგმენტს (ჰემოგლობინს ან ჰემოციანინს) და თავის ფუნქციებს სისხლგამტარი ძარღვების გარეთ (ქსოვილებში) ასრულებენ (შდრ. ერითროციტები).

Read More

ენდოპლაზმური უმარცვლო ბადე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენდოპლაზმური უმარცვლო ბადე – / აგრანულური / (re­ticulum endoplasmicum nongranulosum ლათ.reticulum – ბადე, ბერძნ.endon – შიგნით, ლათ.granulum – მარცვალი) წარმოდგენილია მემბრანებით ურიბოსომებოდ, რომლებიც აგებენ არხებსა და ვაკუოლებს. ფუნქ­ციუ­რად დაკავშირებულია ლიპიდებისა და ზოგიერთი პოლისაქარიდის მეტა­ბოლიზმთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

გრანულოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრანულოციტები – (granulocyti ლათ.granulum – მარცვალი და ბერძნ.cytos – უჯრედი) ლეიკოციტები, რომლებიც თავის ციტოპ­ლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებას. ამ მარცვლოვანების შეფერილობის მიხედვით არჩევენ ბაზოფილურ, ნეიტროფილურ და ეოზინოფილურ ლეიკოციტებს. მარცვლოვანი ლეიკოციტების, ანუ გრანულოციტებისაგან განსხვავებით, უმარცვლო ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს მარცვლოვანება არა აქვს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More