Tag Archives: ურთიერთქმედების

ნორმატივები ჰიგიენური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნორმატივები ჰიგიენური – გარემოს ფაქტორების რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და მათი ცხოვრების ჰიგიენურ პირობებზე ამ ფაქტორების ზემოქმედების უსაფრთხოების დონეს. ეს ნორმატივები მუშავდება ორგანიზმის გარემოს ობიექტებთან ურთიერთქმედების ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნოოსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნოოსფერო – 1. (ინტ.) noosphere ბიოსფეროს ევოლუციური მდგომარეობა, სადაც ადამიანის გონიერი მოღვაწეობა ბიოსფეროს განვითარების გადმწყვეტი ფაქტორი ხდება. ვ.ი. ვერნადსკიმ განავითარა წარმოდგენა ნოოსფეროზე, როგორც ორგანიზებულობის ხარისხობრივად ახალ ფორმაზე. ორგანიზებულობის ასეთი ფორმა აღმოცენდება ბუნებისა და საზოგადობის ურთიერთქმედების დროს, ადამიანის სამეცნიერო აზროვნებაზე დაფუძნებული, შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგად. 2.  ბუნებისა და საზოგადოების

Read More