Tag Archives: უსიმპტომო

სპორტული გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპორტული გული – ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ გულის მოცულობისა და მისი მასის გაზრდას სპორტსმენებში. შესაძლო გამოვლინებებია: ბრადიკარდია მოსვენებულ მდგომარეობაში, სისტოლური შუილი, გულის რიტმისა და გამტარობის უსიმპტომო დარღვევა, რომელიც ქრება  გულის შეკუმშვათა  სიხშირის გაზრდისას. გულის ღრუს გაზრდა და მისი კედლების გასქელება დასტურდება  ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობას არ საჭიროებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

მწვავე ნეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე ნეფრიტი – დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის გორგლებში ანთებითი ხასიათის ცვლილებებით. ვითარდება იმუნური დარღვევების შედეგად. ჩვეულებრივ თავდაპირველად გამოვლინდება გადატანილი მწვავე ინფექციის შემდეგ (ანგინა, ფარინგიტი). დაავადებას ადგილი აქვს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირად ახალგაზრდა მამაკაცებში და ბავშვებში. სიმპტომები. ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნება თითქმის უსიმპტომო მიმდინარეობა, ნაწილს კი გამოხატული დარღვევები.

Read More

მანიფესტაცია დაავადების

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მანიფესტაცია დაავადების – (ლათ. manifestatio გამოვლენა, აღმოჩენა) დაავადების გამოხატული კლინიკური გამოვლინებების განვითარება, მისი უსიმპტომო, ან ფარული მიმდინარეობის შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გიგანტურფოლიკულური ლიმფომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გიგანტურფოლიკულური ლიმფომა – (ლათ. Lympha სუფთა წყალი + oma სიმსივნე; ბერძ. Gigas გიგანტური + ლათ. Foliculasis პარკი; სინ.: ბრილ – სიმერსის დაავადება, მაკროფოლიკულური ლიმფომა, ნოდულარული ლიმფოსარკომა) ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ლიმფოიდური ქსოვილიდან და ხასიათდება სიმსივნური უჯრედების ფოლიკულური ზრდით. კლინიკური გამოვლინებით გიგანტურფოლიკულური ლიმფომა წარმოადგენს ლიმფოსარკომის ყველაზე უფრო კეთილთვისებიან

Read More