ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტონიური ხსნარები – ხსნარები, რომელთა ოსმოსური წნევა ნაკლებია ორგანიზმის უჯრედებში არსებულ ოსმოსურ წნევაზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოცხისებრი ყაითან – ზოგიერთი უჯრედის (მაგალითად, ნეფრონის მთავარი ნაწილის თირკმლის ეპითელიუმის უჯრედებში) ციტოპლაზმის აპიკალურ ზედაპირზე ჯაგრისის ბეწვის მსგავსად განლაგებული მრავალრიცხოვანი მიკროხაოების ერთობლიობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოკინეზი – (cytokinesis ბერძნ.cytos – უჯრედი და kinesis – მოძრაობა) დედისეული უჯრედის სხეულის გაყოფისა და ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნის პროცესი მიტოზის ტელოფაზაში . ცხოველურ უჯრედებში ციტოკინეზი მიმდინარეობს ცირკულაციური გადაზონრვის ჩაღრმავების გზით. მცენარეული უჯრედების გაყოფა ხორციელდება ტიხრის – ფრაგმოპლასტის მეშვეობით. ტერმინ „ციტოკინეზის“ ნაცვლად ხშირად ხმარობენ სინონიმებს „ციტოტომია“, „პლაზმოტომია“,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1963). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000