Tag Archives: უჯრედთა

ციტოტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტროფობლასტი – (cytotrophoblastus ბერძნ. cytos – უჯ­რედი და იხ.ტროფობლასტი) – ტროფობლასტის შიგნითა შრე, რომელიც შედგება კუბურ უჯრედთა (trophoblastocyti) ერთი შრისაგან. ციტოტროფობლასტის გარეთ მდებარეობს ტროფობლასტის სიმპლასტური ნაწილი – პლაზმოდიოტროფობლასტი. ტროფობლასტის მასალის დიფერენცირება უჯრედულ და სიმპლასტურ ნაწილად მიმდინარეობს ადამიანის ჩანასახის ინპლანტაციის დროს. ციტოტროფობლასტს უწოდებენ აგრეთვე ლანგჰანსის შრეს. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ციტოტოქსინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსინი – ანტისხეულების განსაკუთრებული სახე, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს; განასხვავებენ ლეიკოტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ ლეიკოციტებს, ჰემოლიზინებს – აზიანებენ ერითროციტებს და ა. შ. გამოიყენებიან კლინიკურ პრაქტიკაში შრატების სახით უჯრედთა სტიმულაციისათვის ან დათრგუნვისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა