ჰიპერქრომატიზმი
განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომატიზმი – ზოგიერთი უჯრედის (მაგალიათად, სიმსივნური უჯრედების) ბირთვების სხვა,ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო ძლიერად შეღებვის უნარი.
განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომატიზმი – ზოგიერთი უჯრედის (მაგალიათად, სიმსივნური უჯრედების) ბირთვების სხვა,ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო ძლიერად შეღებვის უნარი.
განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოტოქსიური – ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელი ან დამშლელი. ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების გამოყენებამ (მაგალითად, პარაცეტამოლის) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება დიდ დოზებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში).
განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერი -,ბაქტერიო- -თავსართი,რომელიც ბაქტერიებთან კავშირზე მიუთითებს.მაგალითად,ბაქტერიოლიზი – ბაქტერიული უჯრედების დაშლა.
განმარტებითი ლექსიკონი აცენტრია – (გენეტიკაში) ქრომოსომა ან ქრომოსომის ფრაგმენტი ცენტრომერის გარეშე.იმის გამო,რომ ასეთ ქრომოსომას არ შეუძლია თითისტარას დაუკავშირდეს,იგი ჩვეულებრივ იკარგება უჯრედის გაყოფის პროცესში.ასეთი ქრომოსომები ხშირად ხვდებიან რადიაციის ზემოქმედების მყოფ უჯრედებში.
განმარტებითი ლექსიკონი აუტოპლოიდია – ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების ნორმალური მდგომარეობა,რომლის დროსაც ყოველ უჯრედს გააჩნია ჰომოლოგიური წყვილების შემცველი ქრომოსომების კრებული,რომელიც აძლევს უჯრედს ნორმალურად გაყოფის საშუალებას.