Tag Archives: უჯრედული

უჯრედების ევოლუცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების ევოლუცია – (evolutio cellularum ლათ.evolutio – გაშლა) –  უჯრედების სტრუქტურებისა და ფუნქციის ცვლილებები ცხო­ველთა და მცენარეთა ორგანიზმების ფილოგენეტიკური განვითა­რების დროს. ამ პროცესის დაწყებით უჯრედულ პერიოდამდე ყალიბ­დება უჯრედული ორგანიზაცია, რომელიც შემდგომში სრულყოფილი ხდება ერთუჯრედოვანი და მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების შემადგენლო­ბაში უჯრედების განვითარების დროს. უჯრედის აგებულების ევოლუ­ციის გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა

Read More

უჯრედების დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დისტროფია – (dystrophia cellularum ბერძნ.dys – მოშლა, დარღვევა და trophe – კვება) – უჯრედში ნივთიერებათა ცვლის – მეტაბოლიზმის დარღვევა. არჩევენ უჯრედული დისტროფიის შემდეგ ძირითად სახეებს: ცილოვანს, ცხიმოვანსა (ლიპიდურსა) და ნახშირ­წყლოვანს. თავის მხრივ, ცილოვან დისტროფიებს შორის არჩევენ შემდეგ სახესხვაობებს: მარცვლოვანს, ლორწოვანს, კოლოიდურს, ჰიალინურს, ამილოიდურს და სხვ. ტერმინ

Read More